საქართველოს პრემიერი ბრიუსელში მოლაპარაკებებს გამართავს

© FB / Mamuka Bakhtatdzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტიდან ერთ კვირაში გაემგზავრება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი 18-20 ივლისს შედგება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გახდა.

Трибуна в зале для пресс-конференций штаб-квартиры НАТО. - Sputnik საქართველო
საქართველო – გამონაკლისი ნატოსთვის: დასახელდა ალიანსში გაწევრიანების სავარაუდო თარიღი

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოს შტაბ-ბინაში", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტზე გაემგზავრა>>>

12 ივლისის სამიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტთან გამართავენ შეხვედრებს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე (სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე) ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, მოგვიანებით კი სტოლტენბერგი და უკრაინის პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სამიტის დაწყებამდე РИА Новости-ს წყარომ ნატოში განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, შესაძლოა, მაპ-ის გარეშე მიიღონ.

მაპ-ი — ეს არის პროგრამა, რომელიც კანდიდატ ქვეყანას ალიანსში შესასვლელად ამზადებს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე სამართლებრივი კუთხით.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

რუსეთი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში შენარჩუნებულია არასტაბილურობა, რომელიც, მათ შორის, პროვოცირებულია საქართველოს ნატოში გაძლიერებისა და შემდეგ უკვე, ალიანსის მეშვეობით — რეგიონში გაძლიერების მცდელობით.

ყველა ახალი ამბავი
0