უბნის ინსპექტორებს მართლწესრიგის ოფიცრები ჩაანაცვლებენ

© Sputnik / Denis Aslanovპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-ში მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანსია გაჩნდა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რეფორმის ფარგლებში უბნის ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას გეგმავს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ნაწილია უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გასულ კვირაში პარლამენტში დააანონსა.

„მართლწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში", — ნათქვამია განცხადებაში.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძის მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

ამას გარდა, მის ფუნქცია–მოვალეობებში შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით", — აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა მართლწესრიგის 365 ოფიცრის ვაკანსია. ამ თანამდებობის დასაკავებლად განაცხადის შეტანა შესაძლებელია ვებ-გვერდზე officer.ge.

შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება უბნების მიხედვით.

თავდაპირველად მართლწესრიგის ოფიცრები მხოლოდ თბილისში იმუშავებენ. თუ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება, ოფიცრების სისტემა რეგიონებშიც ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0