საქართველოში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შეიძლება დაწესდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამთავრობო ადმინისტრაცია - ბრიფინგების დარბაზი
სამთავრობო ადმინისტრაცია - ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო მდივნის თანამდებობის დაწესების შემთხვევაში ის პოლიტიკური არ იქნება

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს საკითხს სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შექმნის შესახებ.

ვის თამაშს ითამაშებს მამუკა ბახტაძე: ახალი პრემიერის ახლო და გრძელვადიანი გეგმები >>

საქართველოს მთავრობის რეფორმირების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტში ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა — 14-დან 11-მდე. მმართველ პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„სახელმწიფო მდივანი შემდეგი ეტაპის რეფორმად იგულისხმება. იგულისხმება სამინისტროებში მინისტრი დარჩეს პოლიტიკურ ფიგურად და მის ქვემოთ იყოს სახელმწიფო მინისტრი, შეიძლება იყოს რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი სხვადასხვა მიმართულებით, გამოითქვა აზრი, რომ გვყავდეს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროში“, — განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ტექნიკური მთავრობა, გაურკვევლობა ხელისუფლებაში და ვადამდელი არჩევნების მოლოდინი

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმაც გააკეთა.

„სახელმწიფო მდივანი იქნება არაპოლიტიკური თანამდებობა, ეს იქნება კონკრეტული დარგის პორტფოლიოს მენეჯერი, რომელიც, მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა და ცვლილებისა, დარჩება დარგის წამყვან მენეჯერად“, — განაცხადა ჯაშმა.

შაბათ საღამოს მთავრობის დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება. პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის დეპუტატებს შეხვდება.

საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს მამუკა ბახტაძეს და მის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

საქართველოში პენსიები მომავალი წლიდან გაიზრდება >>

ბახტაძემ განმარტა, რომ მთავრობის წარმოდგენილი შემადგენლობა დროებითია. უახლოეს მომავალში ის სამინისტროების რაოდენობის შემცირების ინიციატივით წარდგება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტი სამ კვირაში დამტკიცდება. შემდეგ ბახტაძე პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დეპუტატების ნდობის მოპოვების მიზნით წარუდგენს.


ყველა ახალი ამბავი
0