მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: გუნდს სჭირდება ახალი ენერგია, ახალი სისხლი

95
(განახლებულია 20:53 13.06.2018)
მდინარაძის განცხადებით, კონსულტაციები ახალი პრემიერის კანდიდატურის თაობაზე უკვე დაიწყო.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი, გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, საღამოს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მან ეს პარტია „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი პრემიერის კანდიდატურის თაობაზე კონსულტაციები უკვე დაიწყო. ახალი კანდიდატის წარსადგენად მმართველ გუნდს დიდი დრო არ სჭირდება. მისი თქმით, კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს არ უკავშირდება. ამას საფუძვლად ეკონომიკური ფაქტორები უდევს.

„ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი. გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა", — განაცხადა მდინარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის კანდიდატურაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს – ხვალ ქუთაისში საპარლამენტო სხდომაა დაგეგმილი.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტს 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა.

95
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თანამდებობა დატოვა (25)