გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

223
(განახლებულია 20:48 13.06.2018)
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს დაკავებულ თანამდებობას.

კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტს 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა.

ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი >>

სამშაბათს მმართველი პარტიია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი.

შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში სამთავრობო ცვლილებები განიხილებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და გაეროს საბავშვო ფონდის (UNICEF) კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა.


223
თემები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი (74)