„ქართული ოცნების“ ოფისი

უმრავლესობის სხდომა: პრემიერის გადადგომა უქმდება

189
(განახლებულია 20:03 12.06.2018)
დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მსჯელობის საგანი გაამხილა

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და გაეროს საბავშვო ფონდის (UNICEF) კვლევის შედეგები, და არა სამთავრობო ცვლილებები, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპის წერილი მიიღო >>

სამშაბათს მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ მმართველ პარტიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას განიხილავენ. რადიოსადგურ „პირველმა რადიომ“ ივარაუდა, რომ კვირიკაშვილთან ერთად იუსტიციის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები გადადგებიან.

„უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში, განვიხილეთ გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ. ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას და ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი“, — განაცხადა თალაკვაძემ სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

UNICEF-მა სამშაბათს გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“. დოკუმენტში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სიღარიბის დონე, ბავშვები.

UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სიღარიბის მაღალი დონე წარმოადგენს. თუ 2015 წელს მოსახლეობის 2,1% სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 5%-მდე გაიზარდა.

ამასთან, ყველაზე ქართული საზოგადოების დაუცველ ფენას ბავშვები წარმოადგენენ. UNICEF-ის მონაცემებით, საბავშვო ბაღების საჭირო რაოდენობის არარსებობის გამო, 14000-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩა.

ზვიად კუპრავას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა >>

ამასთან, ბოლო წლებში 2,7%-დან 18,2%-მდე გაიზარდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, ვინც რეგულარულად იტარებს სამედიცინო გამოკვლევებს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი შესაძლო გადადგომის შესახებ საუბარი დაიწყო პროტესტის ტალღის ფონზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე გასული წლის 1 დეკემბერს მასობრივ ჩხუბს შეეწირა. ნახევარი წლის შემდეგ სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი გამოუტანა. ერთი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ აღიარეს, მეორე — მხოლოდ სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, ექვსი წლის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.


189
გიორგი გახარია

ჩვენთვის გერმანიის დონის ეკონომიკა არ დაუტოვებიათ, როგორც ოპოზიცია ფიქრობს გახარია

42
(განახლებულია 17:21 29.05.2020)
იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რა შეიცვალა ქვეყანაში, საქართველოს პრემიერმა 2012 და 2020 წლების ბიუჯეტი და ხარჯვითი ნაწილი შეადარა

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2012 წლის შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი სოციალურ ხარჯებზეა მიმართული, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ, როდესაც პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიებს პასუხობდა.

პრემიერის თქმით, 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტი 332 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი 1 მლრდ 76 მლნ ლარია.

„გაჭირვებული ადამიანი, შვილისთვის ან ოჯახის წევრისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინა, სახლს ყიდდა და უკიდურესი სიღატაკისთვის იყო სამუდამოდ განწირული“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვას – რა გაკეთდა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის – გახარიამ დემაგოგიური უწოდა და აღნიშნა, რომ მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და მთელი მსოფლიო გლობალურად ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებდა, მთავრობის მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის დახმარება იყო.

„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს“, – განაცხადა გახარიამ ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატებისადმი მიმართვისას.

გახარიას თქმით, 2012 წელს შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი, დღეს კი 240 მილიონია.

გახარია: არასდროს მითქვამს – 38 ათას მოქალაქეს ავტომობილებზე განბაჟების თანხა გადავუვადეთ>>

„პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი დღეს არის 2 მილიარდ 267 მილიონი... რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი გახლდათ 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია მილიარდ 800 მილიონი“, – განაცხადა პრემიერმა.

მასწავლებლის საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 330 ლარი, დღეს 1028 ლარია, აღნიშნა გახარიამ.

 „ციფრები ყველაფერს ამბობს“, – განაცხადა პრემიერმა.

42
Конституционный суд Грузии

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

24
(განახლებულია 19:37 29.05.2020)
ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივნისიდან გაჩნდება, რადგან 15 ივნისს ეწურება უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია, იუწყება პირველი არხი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია 15 ივნისიდან გაჩნდება, რადგან სწორედ 15 ივნისს ეწურება უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს.

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ როინიშვილის არჩევას 18 ხმით დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

„ვფიქრობ, ჩემ მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში, ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“, – განაცხადა ვასილ როინიშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29 მაისის პლენუმის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იყო – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა.

ვასილ როინიშვილი 2006-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი იყო, ხოლო 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. სხვადასხვა დროს ის იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და სადისციპლინო პალატის წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს საქართველოს სამი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო – საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

24
დინამო არენა

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 25 ივნისს განახლდება

0
ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდებათ – პირველი ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე და მეორე მატჩის დაწყებამდე.

 

თბილისი, 29 მაისი – Sputnik.  საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში  25 ივნისს განახლდება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

განცხადებაში ამასთან აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ეროვნული (უმაღლესი) ლიგის ჩემპიონატზე. თუ როდის აიღებს სტარტს ჩემპიონატები დანარჩენ დივიზიონებში, ასაკობრივ ჯგუფებსა და საქართველოს თასზე – ჯერჯერობიც უცნობია. ასევე აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული იძულებითი პაუზის გამო, ეროვნული ლიგის ფორმატი შეიცვლება. 

 „ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება – ოთხი წრის ნაცვლად, გუნდები ორ წრეში ითამაშებენ. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება“, – ნათქვამია სფფ–ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდებათ – პირველი ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე და მეორე მატჩის დაწყებამდე.

 „საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის, მეორე, მესამე და მეოთხე ლიგების გუნდები საწევრო გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან. კლუბებს აღნიშნული თანხის გამოყენება იმ რეკომენდაციების შესასრულებლად შეეძლებათ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია. ამასთან, კორონავირუსზე ტესტების ჩატარების ხარჯებს ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს“, – განაცხადა სსფ–ის პრეს–ცენტრში ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის დასაწყიში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ყველა დონეზე საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ორ ჩატარებული მატჩის შემდეგ ლიდერობს თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა“.

0
თემები:
სპორტის ამბები