მსოფლიო დონის პოლიტიკოსებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მოულოცეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დამოიუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოიუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მათ საქართველოს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადებს დამოუკიდებლობის საკითხში.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი ქართულ ენაზე მიულოცეს.

სოციალურ ქსელ Twitter-ის გვერდზე მისალოცი ვიდეო გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა — მან საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს! ამაყები ვართ, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, მხარი დავუჭიროთ საქართველოს დამოუკიდებლობას. ვაცნობიერებ, რამდენად რთული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა საბჭოთა მმართველობის დროს, რათა მყარ საფუძველზე აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა 1991 წელს. ასევე ამაყი ვარ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და იმ ძალისხმევას, რომელიც ქვეყანამ მოდერნიზაციისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის გასწია, იმ პროცესში, რომელიც საერთო ღირებულებებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და ამერიკის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ვიდეორგოლს ავრცელებს.

„წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და თანამედროვე ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ასი წლის იუბილე აღინიშნება. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველო შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია. მოუთმენლად ველით ჩვენი ქვეყნების მეგობრობასა და თანამშრომლობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და ამერიკის საელჩო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრმა, როკას მასიულისმაც მიულოცა.

„გილოცავ, საქართველო! გვიხარია, რომ ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობები გვაკავშირებს და ველოდებით იმავეს გაგრძელებას თქვენი დამოუკიდებლობის შემდეგ ასწლეულშიც”, – ამბობს მასიულისი.

როკას მასილიუსის მილოცვას უერთდება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.

„მთელი გულით გისურვებთ სიძლიერეს და სიბრძნეს წარმატებული საქართველოს შექმნაში! საქართველო ევროპაა!“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე. 

საქართველოს მოქალაქეებს ქართულ ენაზე მიულოცა დამოუკიდობლობის დღე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

მილოცვა ლატვიის საგარეო უწყებამ Twitter-ით გაავრცელა.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – წერია ქართულად ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიულოცა. განცხადება ალბანეთის საგარეო უწყების Twitter-ის გვერდზეა გამოქვეყნებული.

„გულითადად ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის პირველად გამოცხადების 100 წლის იუბილეს“, – ნათქვამია ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

საქართველო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დღესასწაული  — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით წელს მსოფლიო არაერთ ქვეყნებში  აღინიშნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0