კალაძემ ბიზნეს-სექტორს მიწისქვეშა პარკირების პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები მიწისქვეშა სადგომზე
ავტომობილები მიწისქვეშა სადგომზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში დამატებით 700-ზე მეტი პარკირების ადგილის შექმნა იგეგმება - რკინიგზის ვაგზალთან, გეგეშიძის ბაღთან და მეტროს სადგურ „ვარკეთილთან".

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიზნეს-სექტორს თხოვნით მიმართა, გამოიჩინოს მეტი აქტიურობა დედაქალაქში მიწისქვეშა პარკირების პროექტის განხორციელებაში.

„მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტროს სადგურ „ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორია. ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად — ერთ ლარად გადავცემთ. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ", — განაცხადა კალაძემ.

მშრალი ხიდი - Sputnik საქართველო
რამდენ ლოკაციაზეა დაგეგმილი თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა

კალაძემ, თბილისის მერად არჩევიდან მალევე, განაცხადა, რომ დედაქალაქის ხელისუფლება პარკირების ადგილების ნაკლებობის პრობლემის გადაჭრას აპირებს.

როდესაც დედაქალაქს დავით ნარმანია მართავდა, ქალაქის მთავრობამ მრავალდონიანი პარკირებისთვის ათი ადგილი შეარჩია: რკინიგზის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროს სადგურებთან — „მარჯანიშვილი", „ისანი" და „ვარკეთილი", ფილარმონიასთან, პუშკინის სკვერთან, თბილისის მერიასთან, გულუას მოედანზე და გეგეშიძის ბაღთან.

ყველა ახალი ამბავი
0