რაბათის ციხე

რაბათის ციხეში დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კონცერტი ჩატარდა

65
(განახლებულია 19:30 15.05.2018)
კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ახალციხეში, რაბათის ციხეში შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტი ჩაატარა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, სამხედრო მოსამსახურეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.

ბენდმა ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულა.

65
თემები:
საქართველოს თავდაცვა (105)