ბელარუსი საქართველოს მოქალაქეების მიღებას გაამარტივებს

© photo: Sputnik / Anna Nefedovaბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია
ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის პარლამენტში ქვედა პალატის სპიკერისა და ბელარუსში საქართველოს ელჩის შეხვედრა გაიმართა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო თანაბარუფლებიანი თანამშრომლობით, განაცხადა მინსკში ბელარუსის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ ვლადიმირ ანდრეიჩენკომ, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ლუკაშენკო: კვირიკაშვილი 75%-ით რუსი ადამიანია

დღეს მან შეხვედრა გამართა ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვალერი კვარაცხელიასთან, რომელიც დიპლომატიური მისიის აღსრულებას შეუდგა.

„თბილისში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ძალზე პროდუქტიული იყო, ეს სხვადასხვა პროექტებთან მიმართებით შეთანხმებების რაოდენობიდანაც ჩანს, რომლებსაც ხელი მოეწერა“, — აღნიშნა ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა.

„ხუთშაბათს მოხდება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმების რატიფიცირება. მალე კი პარლამენტში შევა დოკუმენტები, რომლებსაც პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. იქ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია — ორი ქვეყნის მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. ვფიქრობ, რომ მიღების პრობლემა არ იქნება“, — განაცხადა ანდრეიჩენკომ.

ტვირთბრუნვა იზრდება

წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა იზრდება. „მაგრამ ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტების მიერ  სერიოზული ამოცანებია დასახული — მისი გაზრდა 200 მლნ აშშ დოლარამდე“, — დასძინა მან.

ქვედა პალატის სპიკერის განმარტებით, საერთაშორისო არენაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდა.

ბელარუსის პარლამენტში ქვედა პალატის სპიკერის ვლადიმერ ანდრეიჩენკოსა და საქართველოს ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა გაიმართა.

© photo: Sputnik / Anna Nefedovaბელარუსის პარლამენტში ქვედა პალატის სპიკერის ვლადიმირ ანდრეიჩენკოსა და ბელარუსში საქართველოს ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა შედგა
В парламенте Беларуси прошла встреча спикера Нижней палаты Владимира Андрейченко и грузинского посла Валерия Кварацхелия - Sputnik საქართველო
ბელარუსის პარლამენტში ქვედა პალატის სპიკერის ვლადიმირ ანდრეიჩენკოსა და ბელარუსში საქართველოს ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა შედგა

„მინდა მნიშვნელოვანი დეტალი აღვნიშნო, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. ივლისში დაგეგმილ საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც ბერლინში გაიმართება, ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით  რეზოლუციას წარმოვადგენთ. იმედი მაქვს, რომ ქართველი დეპუტატები მხარს დაუჭერენ“, — აღნიშნა ანდრეიჩენკომ.

როგორც მან განაცხადა, იგი  საქართველოში ვიზიტისთვის ემზადება. მისი სიტყვებით, ორი ქვეყნის პარლამენტებში მეგობრობის ჯგუფებია შექმნილი, ბელარუსმა საქართველოსთან თანამშრომლობის  „საგზაო რუკა“ შექმნა, რომელშიც შევიდა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და ტურიზმის განვითარების საკითხები.

პატარა კონსტიტუცია

საქართველოს ელჩმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „საგზაო რუკა“ თავისებურად „პატარა კონსტიტუციაა“, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ორმხრივი თანამშრომლობის ნაყოფიერად განვითარებისთვის.

ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ზრუნვა ბელარუსული აქცენტით, ანუ რაზე ისაუბრა ლუკაშენკომ თბილისში

მას ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პრეზიდენტების ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარებისთვის.

„საქართველოში ლუკაშენკოს არა მარტო პატივს სცემენ, არამედ უყვართ კიდეც. პრეზიდენტებს შორის ურთიერთობები არაორდინარულია, რაც შესაძლებლობას იძლევა თანამშრომლობის წარმატებით განვითარებისთვის“, — განაცხადა ელჩმა.

ბელარუსული ელექტრობუსები საქართველოსთვის

საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, 26 მაისს საქართველოში ბელარუსულ კომბაინებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ზაფხულის დასაწყისში იგეგმება ქართული დელეგაციის ვიზიტი მინსკში, რომლის ფარგლებშიც ბელარუსული ელექტრობუსების შესყიდვის საკითხზე იმსჯელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0