დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა

© photo: Sputnik / Oksana Jadan / გადასვლა მედიაბანკშირაიმონდ ვეიონისი
რაიმონდ ვეიონისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლატვიის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა დაადასტურა.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 26 მაისს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება.

დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ლატვიის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა.

ირაკლი კობახიძე და ირენა მურნიეცე - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ლატვიის პარლამენტების თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

„პრეზიდენტებმა ნატოს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს და ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება. გარდა ამისა, საქართველოსთან მეგობრობის ნიშნად მემორიალურ დაფებს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დადგამენ, უნივერსიტეტებში საქართველოს კუთხეებს, ხოლო ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს სახელობის ქუჩას გახსნიან.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა ლატვიის პრეზიდენტის გარდა ასევე დაადასტურეს სომხეთისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც.

ყველა ახალი ამბავი
0