ღირსეული კანდიდატი გვეყოლება - კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაში ამბროლაურში.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეულ კანდიდატს წამოაყენებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

2018 წელს საქართველოში გაიმართება ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები. არჩეული კანდიდატი ქვეყანას 2014 წლამდე უხელმძღვანელებს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

„ჩვენ შემოდგომაზე გველის მნიშვნელოვანი არჩევნები. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ამბროლაურის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.

ბურჯანაძე: ყველაფერს ივანიშვილის ფული გადაწყვეტს >>

საკუთარ კანდიდატს „ქართული ოცნება“ ივლის-აგვისტოში დაასახელებს, მანამდე განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

2017 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინი ბურჯანაძე. დეკემბერში კიდევ ერთი კანდიდატის შესახებ გახდა ცნობილი — ეს არის „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

არ გამორიცხა არჩევნებში მონაწილეობა მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საპრეზიდენტო რბოლაში ჩაბმას აპირებენ ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და სანდრო ბრეგაძე (მოძრაობა „ქართული მარში“).

არჩევნებში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს პარლამენტის სხვა ექს-სპიკერმა, ლიდერმა ოპოზიციური პარტიის „შენების მოძრაობა“ დავით უსუფაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0