კახა კალაძე

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჭორი თუ რეალობა

162
(განახლებულია 17:59 17.04.2018)
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და იგი პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. მე  ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში, ასეთი პასუხი გასცა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ სპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. 

კალაძემ „ქართული ოცნების“  პრეზიდენტობის კანდიდატად მის წარდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტობის  ერთ–ერთ კანდიდატად თბილისის მერს, კახა კალაძეს განიხილავს. 

„მე მაქვს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ და ძალიან დიდი იმედი მაქვს დედაქალაქის მოსახლეობის თანადგომის, მხარდაჭერის, რომ ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც გვაწუხებს", — განაცხადა კალაძემ. 

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, როგორც კალაძე აცხადებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  გუნდში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

 

162
თემები:
თბილისის მერია (105)