პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

38
(განახლებულია 14:22 14.04.2018)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში იმყოფება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ისაუბრა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, მზადყოფნა და იმედი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასთან რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში", — განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა–მარტინთან და მისიის წევრებთან ასევე მიმოიხილა ის რეფორმები, რომელიც საფინანსო სექტორში მონეტარული პოლიტიკის კუთხით ხორციელდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში იმყოფება.


38
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (127)