საქართველოს რამდენი მოქალაქე ეწვია უვიზოდ ევროპას: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საერთაშორისო ბიომეტრიული პასრპორტი
საქართველოს საერთაშორისო ბიომეტრიული პასრპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ დადიან.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ამოქმედების დღიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 192 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზები 2017 წლის მარტში გააუქმა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უვიზო რეჟიმით 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში).

„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან, უვიზო რეჟიმით 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. აქედან თითოეულმა მოქალაქემ, შესაძლოა, საზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა, ანუ საზღვრის გადაკვეთა 250 ათასჯერ მოხდა“, — განაცხადა ჯავახაძემ.

ევროკავშირის ქვეყნებმა შესვლაზე უარი საქართველოს 1001 მოქალაქეს უთხრეს, აღნიშნა მან.

Тирана - Sputnik საქართველო
ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

„რაც შეეხება იმათ, ვინც რეადმისიას ექვემდებარება. ცნობილია, რომ რეადმისიის შესახებ შეთანხმება 2011 წლიდან მოქმედებს. უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა 300-ს აღემატება. რეადმისიის თვალსაზრისით, ჩვენ საკმაოდ კარგად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, და ამას ყოველთვის აღნიშნავდნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები“, — აღნიშნა ჯავახაძემ.

რეადმისიას, ანუ სამშობლოში იძულებით დაბრუნებას, საქართველოს მთავრობის ხარჯით ექვემდებარებიან მოქალაქეები, რომლებიც შენგენის ზონის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს.

ბოლო დროს ევროკავშირის ქვეყნები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის გამო. შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.


ყველა ახალი ამბავი
0