არავითარი ავტორიტარიზმი - კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

© Government of Georgiaსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ქვეყნის მთავარ კანონში მიღებული ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას გამორიცხავს.

დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 115 ხმით დაუჭირეს. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კანონპროექტი, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, ითვალისწინებს არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში ადგილების განაწილეობის წესების შეცვლას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ბლოკების დაშვებას და საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის აკრძალვას.

„მოგესალმებით. დღეს დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომლის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული ძირითადი კანონი“, — განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.

მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
დეპუტატებმა პარლამენტში ქალებისთვის 50% ზედმეტად მიიჩნიეს

ცვლილებები 2017 წელს განახლებული კონსტიტუციის სრულყოფას ემსახურება და ძალაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. ქვეყნის მთავარი კანონის განახლებას წინ უსწრებდა 11-თვიანი მუშაობა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

„აღნიშნული რეფორმით, ჩვენ მოქმედი პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩავანაცვლეთ დემოკრატიული კონსტიტუციით, რომელიც როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და აუმჯობესებს ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემას. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე“, — აღნიშნა კობახიძემ.

განახლებული კონსტიტუციის თანახმად, 2018 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობის ნაცვლად საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ამით ქვეყანა მთლიანად გადავა მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე.

„ეს არის სისტემა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას კონსტიტუციურ ორგანოებს შორის. კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს ოპოზიციის როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. კონსტიტუციის ახალი რედაქცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიებს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უკეთეს მოწესრიგებას“, — განაცხადა კობახიძემ.

საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები მოიწონა

„და რაც მთავარია, კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამორიცხავს საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას. საპარლამენტო მმართველობა პროპორციული საარჩევნო სისტემით არ ტოვებს ავტოკრატიის ან ხელისუფლების მითვისების არავითარ შესაძლებლობას… მე მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს — საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს“, — დასასრულს აღნიშნა კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებები დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ. კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ ირაკლი კობახიძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ვენეციის კომისია — საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ევროპის საბჭოსთან 1990 წელს შეიქმნა. კომისია ახორციელებს მონაწილე სახელმწიფოების იმ კანონების და კანონპროექტების ანალიზს, რომელიც საკონსტიტუციო სამართლის პრობლემებს უკავშირდება.


ყველა ახალი ამბავი
0