საქართველოს პრემიერი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი ბაქოში
გიორგი კვირიკაშვილი ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას რიგი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეუბოვი დახვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მოგვიანებით კი გიორგი კვირიკაშვილს აზერბაიჯანელი კოლეგა არტურ რასიზადე უმასპინძლებს. ამას გარდა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებიც გაიმართება.

© FB / Giorgi Kvirikashviliბაქოში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია
Официальная церемония встречи грузинской делегации в Баку - Sputnik საქართველო
ბაქოში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია

პრემიერ კვირიკაშვილის გარდა, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში. აზერბაიჯანი დღეისათვის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია — ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 882 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0