„სტრატეგიული მოთმინება“ - მარგველაშვილი რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკის შესახებ

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსეთის მიმართ არჩეული პოლიტიკა სწორია

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგვისტოს ომიდან ათი წლის თავზე საქართველო და რუსეთი არჩევნის წინაშე არიან — გააგრძელონ ურთიერთბრალდებები თუ გონიერი ნაბიჯები გადადგან, რათა ურთიერთობები ჩიხიდან გამოიყვანონ. საქართველოს პრემიერმა მისი პირადი მონაწილეობით, ჟენევის დისკუსიების გააქტიურების მზადყოფნაც გამოთქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთისადმი პრემიერის მიმართვა რთული ნაბიჯი იყო

„ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც არის განხორციელებული, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლიდან. ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. მე ამდენი წლის განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება. ჩვენ ამ პოლიტიკის ფარგლებში ვმოძრაობთ. ეს პოლიტიკა იქნა მიღებული 2013 წელს პარლამენტის მიერ დეკლარაციის მიხედვით“, — განაცხადა მარგველაშვილმა. 

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებია. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დღეისათვის რუსეთ-საქართველოს დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, განაცხადეს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაა, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საზიანოდ.


ყველა ახალი ამბავი
0