ნერლინი

გერმანიაში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვენ

619
(განახლებულია 22:34 08.02.2018)
გერმანიის რეგიონში უკმაყოფილო არიან ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველი ქართველების რაოდენობის ზრდით

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik.  გერმანიაში ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების ლობირებას გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიის (WDR) საზოგადოებრივ ტელერადიოკომპანიაზე დაყრდნობით.

ევროკავშირის ქვეყნებთან  საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.  საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მგზავრობისას საჭიროა გააჩნდეთ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი. 

WDR–ის ინფორმაციით, რეგიონალური მთავრობის უკმაყოფილების მიზეზი გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველი ქართველების რაოდენობის ზრდაა. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში.  

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში უვიზო რეჟიმით 170 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

ევროპული ბიუროს ვებ–გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად,  საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა 2017 წლის განმავლობაში 35%–ით გაიზარდა.

 

 

 

 

619
თემები:
საქართველო და ევროკავშირი (53)