შემთხვევა მეტროს სადგურ „ვარკეთილში

შემთხვევა მეტროში - მერია კონტროლს გაამკაცრებს

128
(განახლებულია 14:32 31.01.2018)
თბილისის მერის მოადგილეები ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხის კონტროლის ახალი მექანიზმების შემუშავებას შეუდგნენ

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საჭიროა შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მერიამ კონტროლის გამკაცრება სამშაბათ დილით მეტროს სადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, აქედან 13 კვლავ სტაციონარში რჩება. სამს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, დანარჩენებს კი, ძირითადად, ტვინის შერყევა აქვთ.

კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის გახსნისას მეტროში შემთხვევის გამო სინანული გამოთქვა და დაშავებულებს უსწრაფესი გამოჯანმრთელება უსურვა.

„ფაქტია, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, რომლის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ მომხდარი შემთხვევა, ისე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც ჩვენ დავათვალიერეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტკომპლექსი, ბაღები და ა.შ. ცხადია, ამ მიმართულებით ცვლილელები გვჭირდება", — განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ შესაბამისი დავალება უკვე მისცა თავის მოადგილეებს და ამ საკითხზე უკვე მიდის აქტიური მუშაობა.

„უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, დავაჩქაროთ და 10 დღეში, ორ კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და კონტროლი ეფექტური იყოს. ჩვენ გვჭირდება მოდელი და სისტემა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი მიხდება უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით", — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მომხდარის საერთო სურათის მისაღებად გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ.

როგორც აღმოჩნდა, მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ძველ სამაგრებზე ახალი ჭერი დამონტაჟდა. სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია „ყვარელრემშენის" დამფუძნებელი, გიორგი ჯოხარიძე ამტკიცებს, რომ ეს თბილისის მერიის პირობა იყო.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულებისას", რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 2 წლამდე ვადით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლოების აღკვეთით.

სადგურ „ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, მეტროს განახლებული სადგური კი ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.

 

128
თეგი:
კახა კალაძე
თემები:
თბილისის მეტროში ჭერი ჩამოინგრა (16)
ქართული მარში

„ქართული მარში“ პარტია გახდება - ქვეყნის სათავეში მოსვლა ულტრანაციონალისტებს სურთ

73
(განახლებულია 23:56 29.05.2020)
სანდრო ბრეგაძის სიტყვებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალი პარტიის მიზანი „თავისუფალი, ნაციონალური სახელმწიფოს აშენება“ იქნება

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ივნისში პოლიტიკური პარტია გახდება და მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მოძრაობის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძემ.

თითქმის სამი წლის წინ დაფუძნებული მოძრაობა „ქართული მარში“ აერთიანებს სხვადასხვა ნაციონალისტურ ორგანიზაციას. მან სახელი გაითქვა ტრადიციული ფასეულობების დასაცავად გამართული ხმაურიანი აქციებით.

 „ჩვენ გვინდა საქართველოში „კონსერვატორული რევოლუციის“ მოწყობა. რადგანაც მთელ ქრისტიანულ სამყაროში საქართველო დარჩეს სახელმწიფოდ, სადაც არასდროს გაიმართება „გეი“ აღლუმები. პანდემიის დროს მხოლოდ საქართველოში წავიდა ხალხი ეკლესიაში, როდესაც ჩვენ აღდგომას აღვნიშნავდით. ამით მთელ მსოფლიოს ვუთხარით, რომ საქართველო სხვა ფასეულობებზე დგას და მართლმადიდებლობა - ის ფუნდამენტია, რომელზეც არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკა უნდა აიგოს. ეს საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან თანაარსებობის პროცესში“, - განუცხადა ბრეგაძემ „Sputnik-საქართველოს“

Сандро Брегадзе беседует с журналистами
© Sputnik / Alexander Imedashvili
სანდრო ბრეგაძე

პოლიტიკური პარტიის სახით მოძრაობა ივნისში დარეგისტრირდება და ყრილობასაც გამართავს.

„ყრილობაზე ვისაუბრებთ პარტიაზეც, მის ხელმძღვანელობაზეც და ჩვენს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ამის შემდეგ ვგეგმავთ გრანდიოზულ მიტინგებსა და მანიფესტაციებს. და პირობას ვდებთ, რომ არჩევნებამდე მასშტაბურ ქართულ მარშს მოვაწყობთ, ორჯერ-სამჯერ დიდს, ვიდრე 2017 წელს. საქართველოს ყველა კონსერვატორულ ძალას, რომელიც პატივს  სცემს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მართლმადიდებლობას - მოვუწოდებთ, გაერთიანდეს და იბრძოლოს ყველა იმ ბნელი ძალის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ფასეულობების დანგრევა სურს“, - აღნიშნა ბრეგაძემ. 

მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა მოძრაობის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი იძულებითი ზომა იყო. პარტიის მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - თავისუფალი, ეროვნული სახელმწიფოს შენება იქნება.

ახლა ორგანიზაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რიგ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებაში ცნობილ პირებთანპირებთან. ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ ახალ პარტიას მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, ვინაიდან საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა, მისი თქმით, კონსერვატორულ მართლმადიდებლურ იდეოლოგიას უჭერს მხარს.

ეს ბრეგაძის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი მცდელობა არ არის. 2018 წელს მან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

 „ქართული მარშის“ სკანდალური ბეგრაუნდი

„ქართულ მარშს“ შექმნის დღიდან მრავალი მიტინგი გაუმართავს, რომლებიც ხშირად შეხლა-შემოხლითა და დაპატიმრებებით  მთავრდებოდა. ყველაზე გახმაურებულ აქციებს შორის არის არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის წინააღმდეგ შარშან გამართული პროტესტი.

 „ქართულმა მარშმა“ სცადა  თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8 ნოემბერს დაგეგმილი ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრების შესასვლელები და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. სკანდალური ფილმის პრემიერა შედგა –  მაყურებელი კინოთეატრებში პოლიციის თანხლებით შედიოდა და გამოდიოდა. 

2018 წლის მარტში „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც იესო ქრისტეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ–სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობამ გააღიზიანა, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაბუნიასთვის „ჭკუის სწავლა“ გადაწყტიტეს. . მათ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი ისხდნენ, სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს კი ცხვირი გაუტეხეს. მაშინ მოძრაობის შვიდი აქტივისტი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

2017 წელს „ქართულმა მარშმა“ აქცია გამართა და გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას მოქმედება, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის დროს ხელზე ლგბტ-საზოგადოების დროშის სამკლაური გაიკეთა. მოძრაობის მონაწილეებმა მაშინ ლგბტ-საზოგადოების დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

73
პარლამენტი

პრემიერი: საქართველოს მოქალაქეები უფრო კომპეტენტურ პარლამენტს აირჩევენ

71
(განახლებულია 06:37 30.05.2020)
გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველომ უნდა ჩაატაროს შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო საპარლამენტო არჩევნები.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებით, მომავალი პარლამენტი იქნება უფრო ხარისხიანი, უფრო შინაარსიანი და კომპეტენტური, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, ოპოზიციის წარმომადგენლები შინაარსობრივი ოპონირების ნაცვლად, იქცეოდნენ ემოციურად, ყვიროდნენ, ხელებს იქნევდნენ და ყოველივე ამას ევროპულ ოპონირებას ეძახდნენ. 

 „სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რომელში მუშაობაც უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოგვიწევს.  იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სიბრძნეში, მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და  გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას სიტყვებით, ადამიანები დღეს ელოდებოდნენ, რომ პარლამენტში იქნებოდა საუბარი ეპიდემიის, ეკონომიკის შესახებ, თუმცა, ყველაფერი  პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გადავიდა.

 „არამარტო ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ,  დარწმუნებული ვარ, რომ მძიმე საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა გახარიამ.

გახარიას განმარტებით, საქართველომ უნდა ჩაატაროს შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო არჩევნები.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში აგვისტოს ბოლოს - არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება. პარლამენტში შერეული სისტემით ირჩევა 150 დეპუტატი - ნაწილი პარტიული სიებით, ნაწილი - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შედეგად.

71
ბაზარში

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

0
(განახლებულია 14:25 30.05.2020)
დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 80-მდე უკვე მუშაობს. აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო იყო დაკეტილი

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით  აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა, რომელთა ნაწილი გაიხსნა 27 აპრილიდან. ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ნავთლუღის საცალო აგრარულ ბაზარში, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ბაზარია, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

„სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო ბაზრის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება და მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, ნავთლუღის ბაზარში გაუმჯობესდა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია.

დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 80-მდე უკვე მუშაობს.

0