ირაკლი კობახიძე აშშ-ში თებერვლის დასაწყისში გაემგზავრება

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში სპიკერი გამართავს შეხვედრებს აშშ-ის კონგრესში და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გეგმავს, იუწყება ტელეარხი Imedi.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის შესახებ განაცხადა. გასული წლის მაისში ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა.

ირაკლი კობახიძე და მაია გოიკოვიჩი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სერბეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მწვავე თემა განიხილეს

„დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები კონგრესში. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას უჭერენ მხარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეარხის ეთერში.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი აშშ-ში 3 თებერვალს გაემგზავრება.

საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.


ყველა ახალი ამბავი
0