კალაძეს ჩინოვნიკების ხელფასების გამო თავის მართლება მოუწია

© FB / Kakha Kaladze Officialკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი და დანამატი გაერთიანდა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik.  თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციას უპასუხა, რომელმაც ის 2018 წლის 1 იანვრიდან ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გაორმაგებაში  დაადანაშაულა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მერს „ქამრების შემოჭერის“ შესახებ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2018 წელს ხელფასი ერთი თეთრითაც არ გაზრდილა. მხოლოდ დასახელება შეიცვალა. უბრალოდ, ხელფასი და დანამატი, რომელსაც საჯარო მოხელეები ცალ–ცალკე იღებდნენ, გაერთიანდა და ხელფასი დაერქვა“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ხელფასისა და დანამატის გაერთიანება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შტანილი ცვლილებებისგან გამომდინარე გახდა საჭირო, განაცხადა თბილისის საკრებულის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

„თითოეული სახელმწიფო მოხელე ხელფასს იმ ოდენობით მიიღებს, რომელიც ბოლო წლებში იყო დადგენილი. საკრებულოში ხელფასების გაზრდის ან გაორმაგების  საკითხი კი არა, არამედ მხოლოდ ხელფასისა და დანამატის გაერთიანების საკითხი განიხილება“, – აღნიშნა ტყემალაძემ.  

Здание мэрии Тбилиси - Sputnik საქართველო
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკა გამოიწვია.

„როდესაც კანონი საქართველოს პარლამენტში განიხილებოდა, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი არასამართლიან და უკანონო სახელფასო სისტემას დააკანონებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დიდხანია უკვე შექმნა“, – განაცხადა საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა  ირაკლი აბესაძემ ბრიფინგზე.

2018 წლის 1 იანვრიდან  პრემია გაუქმდა და ჩინოვნიკები ხელფასს და დანამატს არა დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მიიღებენ, არამედ  თანამდებობრივი კლასის თანახმად. საქართველოში მოხელეთა სულ  12 კლასი არსებობს.


ყველა ახალი ამბავი
0