დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

© FB / Giorgi Margvelashviliსახელმწიფოს დროშის დღე
სახელმწიფოს დროშის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დროშის აღმართვის ცერემონია, დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გაიმართება

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია  გაიმართება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად, სახელმწიფო დროშის ეტალონს აღმართავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა. სახელმწიფო ჰიმნს კი ანსამბლი „შავნაბადა“ შეასრულებს.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზეიმო მიღებას გამართავს პარლამენტში. ღონისძიებაზე გამოიფინება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. 

საქართველოს დროშა. საარქივო მასალა. - Sputnik საქართველო
საქართველოს დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გაიმართება. კახეთში, უჯარმის ციხეზე  დროშას მაშველები აღმართავენ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდი შეასრულებს.  

სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია  პეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება მცხეთაში, სადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე სპორტსმენებთან ერთად დროშას  ბებრის ციხეზე აღმართავს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი „მცხეთა“ შეასრულებს.

საქართველოს სახემწიფო დროშას აღმართავენ გორშიც, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. იუნკერები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით ცერემონიას 12:30 საათზე დაიწყებენ. მათ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო დროშის  დღეს მიულოცავს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ალილოს მონაწილეები სასახლეში მიიღეს

ქუთაისში, დროშას ექიმები აღმართავენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ „ქუთაისის“ მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით.

სენაკში კი, დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი „სენაკი“ შეასრულებს.

 საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შემოიღეს, რომელიც 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა ძალაში. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეც 14 იანვარს – საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.


ყველა ახალი ამბავი
0