საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 39 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ბიულეტენები ურნაში
საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე გამოყოფილი თანხა მოხმარდება საარჩევნო ღონისძიებებს, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადებას, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამასა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებას.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 39,1 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს, აღნიშნულია „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დადგენილებაში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ვის თამაშს თამაშობს საქართველოს ყველაზე ბედნიერი პრეზიდენტი

საარჩევნო ღონისძიებებზე სახელმწიფო დახარჯავს 28,2 მლნ ლარს, მოხელეთა მომზადებისთვის — 1 მლნ ლარზე მეტს.

საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის ხარჯები 2,2 მლნ ლარზე მეტი იქნება, ხოლო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება — 7,6 მლნ ლარზე მეტი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

ყველა ახალი ამბავი
0