„საახალწლო საჩუქარი“: ნათელაშვილი პრეზიდენტობას აპირებს

© courtesy of Shalva Natelashviliშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარმა ლეობორისტმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ და პირობა დადო, რომ ახალგაზრდებს წარმატებას მოუტანს

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელს ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

განახლებული კონსტიტუციის თანახმად, 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ეს მამანდე ხდებოდა, ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ, მაგრამ არა ხუთი, არამედ ექვსი წლის ვადით. შემდგომში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის კომპეტენცია გახდება.

„ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელი და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულებაა, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს უკანასკნელი არჩევნები ბანკირ ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვაცხადებ მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას“, — განაცხადა ნათელაშვილმა.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტობას უმიზნებს?

ქვეყნის მთავარმა ლეიბორისტმა პირობა დადო, რომ ახალგაზრდებს წარმატებას მოუტანდა, ხოლო ავადმყოფებს წამლებით უზრუნველყოფდა.

„მზად ვარ, დავუბრუნო ხალხს დაკარგული დემოკრატია, სამართლიანობა, თანასწორობა“, — ხაზგასმით აღნიშნა ნათელაშვილმა.

მანამდე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობა არ გამორიცხა მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მან კენჭი „ქართული ოცნების“ სახელით იყარა, მაგრამ გამარჯვების შემდეგ მარგველაშვილისა და მმართველი პოლიტიკური ძალის გზები გაიყო.

გამორიცხული არ არის, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ ძალებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც მოსინჯავს.


ყველა ახალი ამბავი
0