ცნობილია, როდიდან დაიწყება მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ქუჩებში ჩატარება

© photo: courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgiaშშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტომობილი პრაქტიკული გაცდის ჩასაბარებლად
შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტომობილი პრაქტიკული გაცდის ჩასაბარებლად - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე დაწყებულია მუშაობა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტებზე

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩატარება ქალაქის ქუჩებში 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს მომსახურების სააგენტოს Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამჟამად პრაქტიკული გამოცდა შსს–ს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სპეციალურ მოედნებზე ტარდება. გამოცდის ჩასაბარებლად საჭიროა შვიდი მანევრის შესრულება და მინიმუმ 61 ქულის მიღება. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია უწყების როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადამცემი კოლოფის მქონე ავტომობილით. 

„მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის შერჩეული ადგილების შესახებ, ასევე პრაქტიკული გამოცდის პროცედურების თაობაზე. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა დაგეგმილია 2018 წლის პირველი ნახევრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

დამტვრეული და ძველი მანქანები „დაშლილებში“ - Sputnik საქართველო
ავარიები გზებზე: ვითარება საქართველოსა და უცხოეთში

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შესატანად. ამასთან, უკვე მუშაობენ ჯგუფები, რომლებმაც პრაქტიკული გამოცდებისთვის მარშრუტები უნდა განსაზღვრონ.

სააგენტოში აღნიშნეს, რომ მართვის მოწმობის მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარება საქართველოს ვალდებლებაა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

ბოლო ორი წელია, აქტიურად საუბრობენ მძღოლებისთვის მოთხოვნების გამკაცრებაზე. ქუჩაში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარდა, ასევე განიხილება ინიციატივა ქვეყანაში ლიცენზირებული ავტოსკოლების შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0