პრემიერმა სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადიციაზე კომენტარი გააკეთა

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადიციის საკითხის განხილვა პოლიტიკურ დონეზე გამორიცხა

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადიციაზე კომენტარისას განაცხადა, რომ ეს საკითხი უკრაინასთან პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება.

სააკაშვილზე საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული დაუსწრებლად. მან სამშობლო 2013 წლის ნოემბერში დატოვა. საქართველომ უკრაინას არაერთხელ მიმართა მისი დაკავებისა და ექსტრადიციის თხოვნით, მაგრამ სანამ ის ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, უარს იღებდა. ახლა სააკაშვილი უკრაინელი ოპოზიციონერია, რომლის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ საქმე აღძრა.

„მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება", — განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

იური ლუცენკო - Sputnik საქართველო
ზეწოლა სააკაშვილის საქმის გამო: უკრაინის გენპროკურორი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

მისი განცხადებით, ეს საკითხი საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცველი ინსტიტუტების ურთიერთობების ჩარჩოებს არ გაცდენია.

სააკაშვილს უკრაინაში ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა. პირველად ის 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა წარუმატებლად — ექს-გუბერნატორის ავტომობილი თანამზრახველებმა ალყაში მოაქციეს და იქიდან სააკაშვილი გამოიყვანეს.

სააკაშვილის დაკავება 8 დეკემბერს გახდა შესაძლებელი. სასამართლო თავისუფლების წინასწარი აღკვეთის შესახებ სამი დღის შემდეგ გაიმართა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა შინაპატიმრობის თაობაზე არ დააკმაყოფილა და ექს-პრეზიდენტი გაათავისუფლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0