მიხეილ ჯანელიძე და იენს სტოლტენბერგი

საქართველომ და ნატომ 2019 წელს დაგეგმილ სამხედრო სწავლებებზე იმსჯელეს

35
(განახლებულია 12:41 07.12.2017)
ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი მხარს უჭერს საქართველოსა და მის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველო-ნატოს კომისიის მონაწილეებმა ბრიუსელში განიხილეს თანამშრომლობის, მათ შორის 2019 წელს დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების საკითხები, აღნიშნულია ალიანსის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენ განვაგრძობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის რეალიზაციას, რაშიც შთამბეჭდავ პროგრესს ვაღწევთ… ალიანსი ერთგულია საქართველოსთვის იმ რეკომენდაციებისა და ინსტრუმენტების წარდგენისა, რაც აუცილებელია ნატოს შესაძლო წევრობისთვის", — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, კერძოდ, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია მისიაში იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრი არ არიან.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

საქართველოსა და ნატოს ურთიერთობით უკმაყოფილოა რუსეთი, რადგან მიიჩნევს, რომ ეს თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო წვრთნების გამო.

35
თეგი:
მიხეილ ჯანელიძე
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს მათი პროფესიული დღე მიულოცა

33
(განახლებულია 16:50 31.05.2020)
პოლიციის დღე, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ბოლო წლებში 31 მაისს აღინიშნება. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს მათი პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს >>

პოლიციის დღე, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ბოლო წლებში 31 მაისს აღინიშნება.

„პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ. გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში!“, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

33
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
სუს-ის შენობა

სუსი: პირთა ჯგუფები ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის განხეთქილების შეტანას ცდილობენ

109
(განახლებულია 19:30 30.05.2020)
სუს-ის ცნობით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო.

„აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული პირები ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

სუს-ის მტკიცებით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

„პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა  ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო >>

სუს-მა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლით დაიწყო. მუხლი გულისხმობს პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

 

109
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ივნისს

0
(განახლებულია 07:46 01.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1865 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ივნისს
ლარის კურსი 1 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს