გიორგი კვირიკაშვილი აბრეშუმის გზის ფორუმზე

კვირიკაშვილის ვიზიტი სომხეთში გადაიდო მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია

195
(განახლებულია 19:16 30.11.2017)
საქართველოს პრემიერი სომხეთს მას შემდეგ ეწვევა, რაც ქვეყნის პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც 1 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების გამო გადაიდო, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინიციატივა ნოემბრის შუა რიცხვებში წამოაყენა, რომლის თანახმადაც მინისტრთა კაბინეტში 16 მინისტრისა და ორი სახელმწიფო მინისტრის ნაცვლად 13 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი დარჩება.

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკას, ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს პარლამენტის მიერ, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ეწვევა“, — ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში კოლეგამ, კარენ კარაპეტიანმა მიიწვია, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის თებერვალში იყო ჩამოსული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარდა სომეხ კოლეგასთან შეხვედრისა, ასევე გეგმავდა შეხვედრას სომხეთის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

195
თემები:
საქართველოს მთავრობა (79)