მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის აზრით, უკრაინაში მის „დაპატიმრებასა და ნეიტრალიზებას" გეგმავენ

46
(განახლებულია 16:55 30.11.2017)
პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მის დასჯას აპირებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით მას უახლოეს დღეებში დააპატიმრებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-Украина.

უფრო ადრე სააკაშვილი, რომელიც კიევში საპროტესტო მოძრაობას უწევს ორგანიზებას, აცხადებდა, რომ გახდება უკრაინის პრემიერ-მინისტრი და „უკრაინის ეკონომიკას ქურდებისა და ოლიგარქებისგან გაწმენდს".

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა "წითელი ხაზი" და გასცა ჩემი დაპატიმრების განკარგულება უკრაინაში შეთხზული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ოდესიდან შეთხზული საქმის გამო", — განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პოროშენკომ ეს საქმე პროკურორ იური ლუცენკოსა და უკრაინის უშიშროების სამსახურს დაავალა.

„მათ ჩემი დაკავების, იზოლაციის, ნეიტრალიზების გეგმა შემდეგ 2-3 დღეში, 3 დეკემბრის მარშამდე უნდა განახორციელონ", — ამტკიცებს სააკაშვილი.

პოლიტიკოსი ასევე ამტკიცებს, რომ მის დაპატიმრებამდე თითქოსდა მისი ხმით ფალსიფიცირებული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება იგეგმება.

ბოლო თვეების განმავლობაში სააკაშვილი კიევში აქტიურ ორგანიზებას უწევს საპროტესტო მოძრაობას, სადაც სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებენ, კერძოდ: გაუქმდეს სადეპუტატო იმუნიტეტი, შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის მონაწილენი პეტრო პოროშენკოსა და მთლიანად ხელისუფლების „სახალხო იმპიჩმენტის" დაწყებით იმუქრებიან.

46
თეგი:
მიხეილ სააკაშვილი
თემები:
მსოფლიო დღეს–2018 (1694)
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა

70
მოლაპარაკებათა თემებს შორის იქნება ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირთან, ბრძოლა კორონავირუსთან, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია.

მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში მას დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის სპიკერს არჩილ თალაკვაძეს. შარლ მიშელი ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტეს, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის და ზურაბიშვილის მოლაპარაკებები გაიმართება ორშაბათს, 1 მარტს. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მოლაპარაკებათა თემებს შორის იქნება ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირთან, ბრძოლა კორონავირუსთან, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი მოლდოვაში იმყოფებოდა. თბილისიდან ის უკრაინაში გაემგზავრება.

 

70
კარვები პარლამენტის შენობის წინ

რუსთაველის გამზირზე კარვების ქალაქი ფართოვდება

105
(განახლებულია 23:53 28.02.2021)
ორშაბათს, 1 მარტს, ოპოზიციის წარმომადგენლები გამართავენ მიტინგს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი, მე-15 კარავი დადგეს.

კარვის დადგმის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. მაგრამ ამჯერად საქმე დაკავებამდე არ მისულა და სიტუაცია განიმუხტა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარავი დადგეს, პოლიციამ კი მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

აქციის მონაწილეების თქმით, ორშაბათს, 1 მარტს, ისინი გამართავენ მიტინგს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. აქცია 12:00 საათზე დაიწყება. სამშაბათს, 2 მარტს, პლენარული სხდომის დღეს ოპოზიციამ პარლამენტის შენობის პიკეტირება დააანონსა.

მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კარვებში დარჩენას აპირებენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია გავიდა ქუჩებში და ორი კვირის განმავლობაში აპირებს საპროტესტო აქციების გამართვას. ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარეკებები განახლდება.

105
თემები:
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში
დონალდ ტრამპი

ამერიკელი კონსერვატორები ირჩევენ დონალდ ტრამპს: გამოკითხვის შედეგები

0
(განახლებულია 11:31 01.03.2021)
კონფერენციაზე ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ჯო ბაიდენი და განაცხადა, რომ ერთ თვეში ის უკვე იქცა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. აშშ–ის კონსერვატიული წრეების დიდ ნაწილს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად 2024 წელს დონალდ ტრამპის ხილვა სურს, იუწყება Fox News–ი.

აღნიშნულს ადასტურებს გამოკითხვა, რომელიც ორლანდოში (კალიფორნიის შტატი) კონსერვატორული პოლიტიკური მოქმედებების  კონფერენციაზე  (Conservative Political Action Conference)  ჩატარდა.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, კონფერენციის მონაწილეთა 68% თანახმაა, რომ დონალდ ტრამპმა მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან ამდენივეა მომხრე, რომ ქვეყანაში ექს–პრეზიდენტის პოლიტიკური კურსი შენარჩუნდეს.

გარდა ამისა, გამოკითხვა ჩატარდა კიდევ ერთ საკითხზე: კერძოდ, ვის დაუჭერდნენ მხარს კონფერენციის მონაწილეები რესპუბლიკელების პრაიმერიზებში არჩევნების წინ. გაირკვა, რომ 55% ტრამპის მომხრეა. მეორე ადგილზე გავიდა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი — 21%-ით, ხოლო მესამეზე სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი კრისტინ ნოემი — 4%-ით.

ურყევი მხარდაჭერა: დონალდ ტრამპს მეორე იმპიჩმენტმაც ვერ ავნო>>

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგები პირდაპირ ეთერში გამოცხადდა კონფერენციაზე დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის წინ.

ეს იყო აშშ–ის ექს–პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან პოსტი დატოვა.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა