საქართველოს მთავრობა

ცნობილია „აბრეშუმის გზაზე" პასუხისმგებელი პირი

50
(განახლებულია 12:37 29.11.2017)
საქართველოს პრემიერმა ხელი მოაწერა დადგენილებას „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხზე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დაინიშნა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანამიმდევრული შესრულების მიზნით, „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე", — აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილებაში, რომლის თანახმად აღნიშნული თანამდებობრივი ვალდებულებები ეკისრებოდა მამუკა ბახტაძეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს.

დადგენილებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისში გუშინ „აბრეშუმის გზის" ორდღიანი ფორუმი დაიწყო. ღონისძიების მონაწილეთა შორის არიან მთავრობის მეთაურები, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, მასმედიის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები — სულ 2 ათასამდე დელეგატი.

პროექტის მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები თბილისში მსჯელობენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა რიგ მემორანდუმებს ჩინეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან. დოკუმენტების თანახმად, საქართველო შეასრულებს სატრანზიტო ქვეყნის როლს და წარადგენს თავის ეკონომიკურ ზონებს უცხოური წარმოებების განთავსებისთვის.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩინეთის მთავრობის პროექტის „ერთი სარტყელი — ერთი გზა" ერთგვარი პასუხია. ფორუმი მიმართულია დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებაზე.

 

50
თეგი:
აბრეშუმის გზა, მამუკა ბახტაძე
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს მათი პროფესიული დღე მიულოცა

33
(განახლებულია 16:50 31.05.2020)
პოლიციის დღე, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ბოლო წლებში 31 მაისს აღინიშნება. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს მათი პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს >>

პოლიციის დღე, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ბოლო წლებში 31 მაისს აღინიშნება.

„პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ. გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში!“, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

33
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
სუს-ის შენობა

სუსი: პირთა ჯგუფები ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის განხეთქილების შეტანას ცდილობენ

109
(განახლებულია 19:30 30.05.2020)
სუს-ის ცნობით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო.

„აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული პირები ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

სუს-ის მტკიცებით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

„პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა  ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო >>

სუს-მა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლით დაიწყო. მუხლი გულისხმობს პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

 

109
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ივნისს

0
(განახლებულია 07:46 01.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1865 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ივნისს
ლარის კურსი 1 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს