ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პრემიერ-მინისტრის შეცვლას პროგნოზირებს

© Sputnik / Levan Avlabreliმიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცაგარლის აზრით, სერიოზული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში ნეგატიური პლანეტების - შავი მთვარისა და სატურნის მშვილდოსნის ნიშნიდან თხის რქის ნიშანში გადასვლას უკავშირდება

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შესაძლო შეცვლას პროგნოზირებს.

ამჟამად საქართველოში მთავრობის რეფორმებსა და სამინისტროების 18-დან 14-მდე შემცირებაზე მუშაობენ. დეკემბერში ქვეყნის პარლამენტმა ქვეყნის ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
დიდი ცვლილებები მთავრობაში – რა ბედი ელით შერწყმულ სამინისტროებს

„ცვლილებები პოლიტიკის სფეროში უკვე ვიხილეთ — ეს გადაადგილებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დონეზე მიმდინარეობს. ანუ, იცვლებიან მინისტრები, იცვლება სამინისტროების სტრუქტურა. მინდა გითხრათ, რომ ცვლილებები ამით არ დამთავრდება. ცვლილებები გაგრძელდება პრემიერ-მინისტრისა და მაღალი კადრების შეცვლამდე. ასევე შესაძლებელია რაღაც ცვლილებები რელიგიის სფეროში. ეს ყველაფერი წინ გვაქვს", — განუცხადა ცაგარელმა „Sputnik-საქართველოს".

მისი თქმით, ასეთი სერიოზული ცვლილებები ნეგატიური პლანეტების — შავი მთვარისა და სატურნის მშვილდოსნის ნიშნიდან თხის რქის ნიშანში გადასვლას უკავშირდება.

„ამგვარად, მოვლენათა ცენტრში ორი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ნიშანი — მშვილდოსანი და თხის რქა დარჩა, რომლებიც, ფაქტობრივად, აყალიბებენ პოლიტიკაში იდეოლოგიის სფეროს და, სხვათა შორის, რელიგიის სფეროს. აქედან გამომდინარე, შავი მთვარისა და შემდეგ სატურნის გადასვლას სხვა ნიშანში აუცილებლად მოჰყვება რაღაც სიახლეები რელიგიასა და პოლიტიკაში", — აღნიშნა ცაგარელმა.

შავი მთვარისა და სატურნის სხვა ნიშანშნი გადასვლის პერიოდის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი იხილეთ 17 ნოემბერს, 18:00 საათზე ვებ-გვერდზე „Sputnik-საქართველო".

 

ყველა ახალი ამბავი
0