საქართველოს პრემიერმა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ ევროპარლამენტმა 519 ხმით 114-ის წინააღმდეგ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი ანგარიში მიიღო

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტს მადლობა გადაუხადა, რომელმაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოების აუცილებლობის შესახებ ანგარიში ხმების აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტამდე, რომელიც ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება, სამ სახელმწიფოსთან — საქართველო, უკრაინა და მოლდოვა — დაკავშირებით გრძელვადიანი მიზნები დასახოს. ანგარიშის თანახმად, ამ ქვეყნებთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან ურთიერთობის საბოლოო მიზანი არ უნდა გახდეს.

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორებს" 2020 წლამდე 20 წინადადებას შესთავაზებს

„მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ანგარიშის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოახლოვებული სამიტის წინ და ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ", — ნათქვამია კვირიკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერის სიტყვებით, ევროპარლამენტარების რეკომენდაციებში სრული მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოს ევროპული მისწრაფებების საკითხში და აღნიშნულია ევროკავშირსა და საქართველოს გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის მიზნების დასახვის აუცილებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ყურადღება მახვილდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს საინვესტიციო პროექტებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივებას", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ევროპელ პარტნიორებს, ასევე საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ანგარიშს მხარი 519-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 114 წავიდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისში - Sputnik საქართველო
კავკასიაში ევროკავშირის სკანდალურ დიპლომატს ესტონელი ტოივო კლაარი შეცვლის

მასში ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროპულ საგარეოპოლიტიკურ საქმეთა სამსახურს რეკომენდაციებით მიმართავს. ანგარიშში საქართველოსთვის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას ასახავს, კერძოდ, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული მისწრაფებები გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლისა და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად, ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე.

„გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპული საინვესტიციო გეგმის წარმატებით განხორციელებაში, ისევე როგორც იმუშაონ ასოცირების შეთანხმებების შემსრულებელი პარტნიორი-ქვეყნებისთვის სპეციალური დახმარების მექანიზმის ასამოქმედებლად. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trust fund) უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის მრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად", — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ევროპარლამენტის ანგარიშში ასევე საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივების აუცილებლობაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის როლის ამაღლების მნიშვნელობა.

პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ბოლო სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0