საქართველოზე „ლაპის ლაზული“ გაივლის

© FB / MFA of Georgiaახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპი ლაზულის“ შეთანხმების ხელმოწერა
ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპი ლაზულის“ შეთანხმების ხელმოწერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში მონაწილეობას აგრძელებს

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ, თურქმენეთმა, აზერბაიჯანმა, ავღანეთმა და თურქეთმა აშხაბადში ხელი მოაწერეს ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“  შეთანხმებას, რომელიც ავღანეთიდან თურქმენეთის და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვას გულისხმობს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც აშხაბადში ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების და პროცედურების ჰარმონიზაციას.

ბაქო - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მრავალმხრივ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი — ეს არიან  ქვეყნები, რომელთაც ახალ სატრანზიტო დერეფანს დაუდეს საფუძველი.  ეს გულისხმობს მეტი ტვირთის მოძრაობას ამ დერეფნის გავლით  და ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისთვის,  საქართველოსთვის და რეგიონისთის. ვეს არის ჩვენი პოლიტიკის  მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ  საქართველო იყოს აქტიური მონაწილე რეგიონის სატრანზიტო პროექტების“, — განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველო-თურქმენეთის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიცც ბოლო პერიოდის განმალობაში დინამიურად ვითარდება  და ეფუძნება მრავალ საერთო ინტერესს, მათ შორის ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მხრივ არსებულ დაინტერესებას.

აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა თურქმენეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს. 

ოქტომბრის ბოლო აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაგისტრალი აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს ერთმანეთს დაუკავშირებს.

ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას.

ყველა ახალი ამბავი
0