თბილისის ახალი მერი მუშაობას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliკახა კალაძე ჟურნალისტებთან
კახა კალაძე ჟურნალისტებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძე წარმოადგენს ახალ გუნდს, მათ შორის თავის მოადგილეებს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე დღეს მუშაობას შეუდგება. ის უკვე მივიდა მერიაში, სადაც მას, უფლებამოსილების გადასაცემად, წინამორბედი დავით ნარმანია შეხვდა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კახა კალაძემ 21 ოქტომბერს ჩატარებულ თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 51,09% მიიღო.

„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობაა, რამდენი მაქვს სამუშაო და, შესაბამისად, გუნდთან ერთად, ამ ხალხთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია", — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

კახა კალაძის გამოსვლა მომხრეების წინაშე - Sputnik საქართველო
თბილისის მერია: კალაძესთან ერთად ცვლილებების დრო მოდის

თბილისის ახალმა მერმა განაცხადა, რომ თავის გუნდს დღეს, 13 ნოემბერს, 15:00 საათზე წარადგენს.

„15:00 საათისთვის წარმოგიდგენთ მოადგილეებს. ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოებაში. სამსახურის ხელმძღვანელების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო მერიას, დარწმუნებული ვარ, მართლა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში", — განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე თბილისის მერი ოფიცალურად 12 ნოემბერს გახდა.

ახალი მერის უფლებამოსილების დაწყებისთანავე შეწყდა თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას უფლებამოსილება. ხოლო ახალი მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს.

საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

კალაძემ უკვე გამოყო რამდენიმე პრობლემა, რომლებიც გადაუდებელ გადაწყვეტილებას საჭიროებს. ესენია ქაოტური მშენებლობები, არაკომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაბინძურებული მიწისქვეშა გადასასვლელები და თბილისში პარკირებაზე პასუხისმგებელი კომპანიის არაკეთილსინდისიერი მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0