საარჩევნო ბიულეტენები ურნაში

ოპოზიციამ ფოთში 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა

57
(განახლებულია 00:10 22.10.2017)
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ფოთიდან.

აქციაზე "ევროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის", "პატრიოტთა ალიანსისა" და "დემოკრატიული საქართველოს " წარმომადგენლებმა 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

ოპოზიციური პარტიების კანდიდატების განცხადებით, 31-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების დიდი რაოდენობით ჩაყრა სცადა, რასაც უბანზე დაპირისპირება მოჰყვა.

ამასთან ერთად, აქციის მონაწილეები ფოთის რამდენიმე უბანზე ხმების დათვლის პროცესში ელექტროენერგიის ჩაქრობის ფაქტებზეც საუბრობდნენ.

 

ჯემალ ღამბაშიძე

57
თემები:
არჩევნები -2017 (81)