ბანერი კახა კალაძის გამოსახულებით

მეორე ეგზიტპოლმა კალაძის გამარჯვება დაადასტურა

65
(განახლებულია 23:50 21.10.2017)
„იმედის" ეგზიტპოლების მონაცემები „რუსთავი 2"-ის მიერ მანამდე გამოქვეყნებული მონაცემებისგან ოდნავ განსხვავდება, თუმცა მთავარი რიცხვები ერთმანეთს თითქმის ემთხვევა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი კახა კალაძე ლიდერობს თბილისის მერის არჩევნებზე იმ ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, რომელიც კომპანია GORBI-მ ტელეკომპანია იმედის" (Imedi) დაკვეთით ჩაატარა.

წინასწარი მონაცემებით, კალაძე 53%-ს აგროვებს.

მეორე ადგილს ზაალ უდუმაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") და დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ხმების თანაბარი რაოდენობით იყოფენ — 14-14%.

მესამეზე — ელენე ხოშტარიაა ("ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის") – 5%.

იმედის" ეგზიტპოლების მონაცემები რუსთავი 2"-ის მიერ მანამდე გამოქვეყნებული მონაცემებისგან ოდნავ განსხვავდება, თუმცა მთავარი რიცხვები (თბილისის მერობის კანდიდატების) ერთმანეთს თითქმის ემთხვევა. რუსთავი 2"-ის მონაცემი 1%-ით მაღალია.

საქართველოს მოქალაქეები 21 ოქტომბერს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. მთავარი ბრძოლა დედაქალაქისთვის მიმდინარეობდა, სადაც მერის პოსტზე 13 კანდიდატი იყრიდა კენჭს.

65
თემები:
კალაძე - „ოცნების“ მერი (28)