თბილისელები არჩევნებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 45,64% შეადგინა

18
(განახლებულია 21:44 21.10.2017)
წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის 45,64% გამოცხადდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის 45,64% გამოცხადდა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს მოქალაქეები დღეს ირჩევდნენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს. არჩევნებში მონაწილეობდა 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები.

18
თემები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (107)