ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები თბილისში

თბილისის საკრებულოში ოთხი პარტია გავიდა "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლი

124
(განახლებულია 20:52 21.10.2017)
თბილისის საკრებულოს არჩევნებში „ქართული ოცნება" ლიდერობს, შემდეგ მოდის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მმართველმა პარტია "ქართული ოცნება — დამოკრატიულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს არჩევნებში ხმების უმრავლესობა მიიღო — 58%, ეს არის 18:00 საათისთვის ეგზიტპოლის შედეგები, რომლებიც ამერიკულმა კომპანია Edison research-მა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

გამოკითხვის მიხედვით, თბილისის საკრებულოში ასევე გავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 16%, "ევროპული საქართველო" – 9% და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 5%.

საქართველოს მოქალაქეები 21 ოქტომბერს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. მთავარი ბრძოლა დედაქალაქისთვის მიმდინარეობდა, სადაც მერის პოსტზე 13 კანდიდატი იყრიდა კენჭს.

124
თემები:
არჩევნები -2017 (81)