კახა კალაძე

კახა კალაძე იგებს: „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი

96
(განახლებულია 20:58 21.10.2017)
ეგზიტპოლების მონაცემებით, 18:00 საათისთვის, უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე, კალაძემ ხმების 54% დააგროვა, შესაბამისად, თბილისის მერის არჩევნების შედეგი პირველივე ტურში გადაწყვეტილია.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში ლიდერობს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომლებიც ამერიჯულმა კომპანნია Edison research-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.  

საქართველოს მოქალაქეები დღეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. მთავარი ბრძოლა დედაქალაქისთვის მიმდინარეობდა, სადაც მერის პოსტზე 13 კანდიდატი იყრიდა კენჭს.

ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 18:00 საათისთვის, უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე კალაძემ 54% დააგროვა, შესაბამისად, თბილისის მერის არჩევნების შედეგი პირველივე ტურში გადაწყვეტილია. მეორე ადგილზე ზაალ უდუმაშვილია (ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 15%, ხოლო მესამეზე — დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი — 14%.

გამოკითხვის ცდომილება — 2-2,5%.

96
თემები:
კალაძე - „ოცნების“ მერი (30)