კალაძე: გამარჯვებამდე რამდენიმე საათი რჩება

გამოწერა
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მმართველი პარტიის მომხრეებს კვლავ მოუწოდა აქტიურობისაკენ.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან კახა კალაძე გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება.

საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ. არჩევნებში 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29,84% შეადგინა

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და სულ რამდენიმე საათი დარჩა გამარჯვებამდე. მინდა მივმართო ჩემ მხარდამჭერებს, მობრძაბდით, დააფიქსირეთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობას. რაც მთავარია, თბილისი გაიმარჯებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0