ირმა ინაშვილი საარჩევნო უბანზე

ირმა ინაშვილი: არჩევნებში მანიპულაციები არ იწყება ასეთ დროს და არ იწყება უბნებზე

16
(განახლებულია 20:04 21.10.2017)
დღეს საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.

დღეს საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

„დღევანდელ დღეს რაც შეეხება, პროცესი ჯერ მიდის. საერთოდ, არჩევნებში მანიპულაციები არ იწყება ასეთ დროს და არ იწყება უბნებზე, სულ სხვაგან ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ „ეს კინო ნანახი გვაქვს“. დღეს მინდა ვნახო არა ის კინო, რომელიც ვნახე წინა არჩევნებისას, არამედ ვნახო ის, რომ ხალხი ხმას აძლევს ამ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს, გულშემატკივრებს, საქართველოს პროგრესსა და განვითარებას”, — განაცხადა ინაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

ირმა ინაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა №49 საარჩევნო უბანზე მიიღო.

16
თემები:
არჩევნები -2017 (81)