ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16,5% შეადგინა

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 644 საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის 695 908 ამომრჩველი გამოცხადდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი— Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16,5% შეადგინა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ქართული ოცნების მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: „ქართული ოცნება" ამომრჩევლის ნებას არ ეწინააღმდეგება

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა — 27,9%, ხოლო ყველაზე ნაკლები აქტივობა შიდა ქართლში — 13,9%. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა არის 14,8%.

არჩევნებში ამ დროისათვის 695 908 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩევლის საერთო რაოდენობა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, 3 440 123-ია.

დღეს საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0