დავით ნარმანია თბილისის მომავალ მერს წარმატებას უსურვებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერი დავით ნარმანია
თბილისის მერი დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი თვლის, რამ მან თბილისის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების უმეტესობა შეასრულა.

თბილისი 21 ოქტომბერი — Sputnik. არჩევანი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის ამ ქალაქში საქმის გამკეთებელი, ვის აქვს მეტი გამოცდილება და საუკეთესო პროგრამა, რომ ყველა დაწყებული საქმე გააგრძელოს, განუცხადა ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულმა თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ხმის მიცემის დროს - Sputnik საქართველო
კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი № 64 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა

საქართველოს მოქალაქეები დღეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები ღებულობენ.

„ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, ძალიან დატვირთული პერიოდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთების პერიოდი და ასევე უამრავი გამოწვევებით სავსე პერიოდი. ჩემი მმართველობის დროს დაემთხვა, სამწუხაროდ, თბილისის სტიქია, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი და რესურსი წაგვართვა. ამ პერიოდში ჩვენ, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და საბოტაჟისა, მოვახერხეთ ის, რომ ბევრი კარგი საქმე გაგვეკეთებინა, საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, 12 ახალი ბაღი აგვეშენებინა, 143 ახალი ავტობუსი შემოგვეყვანა, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი გაგვეკეთებინა და ძალიან ბევრი ისეთი საქმე გაგვეკეთებინა, რომელიც დღეს სახეზეა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე მომავალში კიდევ უფრო მეტად და აქტიურად გამოჩნდება“, — განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
ელენე ხოშტარია „გულანთებული“ ელის მერის მანდატის მიღებას

მე არ მქონია არც ერთი დასვენების დღე, ღამე გვიანობამდე ვმუშაობდი და დილას ადრე ვიწყებდი საქმეს, რომ დრო არ დაგვეკარგა, თქვა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, სამი წელი ისედაც მოკლე პერიოდი იყო იმ უამრავი დაპირების შესასრულებლად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა, მაგრამ დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია.

მან მომავალ მერს წარმატებები უსურვა და გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ყველა ახალი ამბავი
0