„ლიდერთა საბჭო“ საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

© photo: Sputnikარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიების ლიდერთა განცხადებით, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის ფაქტები და სხვა რიგი დარღვევები - ამომრჩევლის კონტროლი და პირადობის ნომრების ამოწერა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო" ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

„ლიდერთა საბჭო“, რომელიც 14 პარტიის წარმომადგენლებისგან შედგება, დაახლოებით ორი კვირის წინ შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი პოლიტიკური საკითხების ერთობლივ ფორმატში გადაწყვეტაა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა განცხადებით, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის ფაქტები და სხვა რიგი დარღვევები — ამომრჩევლის კონტროლი და პირადობის ნომრების ამოწერა. 

საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
არჩევნებზე პირველი დარღვევები უკვე დაფიქსირდა

„ჩვენი ერთადერთი ამოცანაა დავიცვათ არჩევნები და ამომრჩეველთა ხმები, მოვუწოდებთ ყველა პარტიის მხარდამჭერს, მოვიდნენ არჩევნებზე“, — განაცხადა „ლიდერთა საბჭოს“ ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტის ექს-სპიკერმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს ტერიტორიაზე 3 644  საარჩევნო უბანია გახსნილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, ამომრჩევლის საერთო რაოდენობა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, 3 440 123-ია. 

თვითმმართველობის არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0