თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.
„არჩევანი ცვლილების სასარგებლოდ გავაკეთე, მხარი დავუჭირე ამ ქალაქის გადარჩენას, — განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 45-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად გამოცხადდა.