თალაკვაძე: „ქართული ოცნება" ამომრჩევლის ნებას არ ეწინააღმდეგება

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" მხარდამჭერები
ქართული ოცნების მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" მომხრეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურობისთვის.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უარყო მმართველი პარტია „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველოს" აქტივისტების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები.

მმართველი პარტია ამომრჩევლის ნების გაკონტროლებაში თბილისოს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს.

„ჩვენი მხრიდან ზეწოლა გამორიცხულია. ჩვენს ინტერესში არ შედიოდა და არც შედის ამომრჩეველზე ზეწოლა და მათი მანიპულირება, რამდენადაც ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ის საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა", — განაცხადა „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, მან ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ყველაფერი ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდ და სამართლიან გარემოში

„ჩვენი მომხრეები აქტიურები არიან, მადლობა მათ ამისთვის. ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს და აუცილებელია, რომ თითოეული მომხრე საარჩევნო ურნასთან მივიდეს და არჩევანი გააკეთოს. ეს გარანტიაა იმის, რომ განვითარების პროცესი იქნება დინამიური და ჩვენს ქვეყანაში და ოჯახებში კეთილდღეობა გვექნება", — განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 10:00 საათისთვის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 6,7% შეადგინა — საარჩევნო უბნებზე 231 236 ამომრჩეველი გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0