ამომრჩეველთა აქტივობამ 10 საათისათვის 6,74% შეადგინა

© Sputnik / Alexander Imedashviliხმის მიცემის პროცესი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
ხმის მიცემის პროცესი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი საათის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობა 231 736-მა ამომრჩეველმა მიიღო.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 10:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 6,74%-მა მისცა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

„ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება. 10 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 6%, რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველი შეადგინა“, — განაცხადა ანა მიქელაძემ.

© Sputnik / Maria Tsimintiaადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურები - Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურები
ყველა ახალი ამბავი
0