საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

კობახიძე: ყველაფერი ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდ და სამართლიან გარემოში

16
საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარე სააჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკუთარ არჩევანი თბილისში N2 ვაკის ოლქის N53 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ გავაკეთეთ დღეს ჩვენი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი ქალაქი და გახადოს ეს ქალაქი ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს. ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს“, — განაცხადა კობახიძემ.

საარჩევნო გარემოს შეფასებისას კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღემდე ყველაფერი წარიმართა მშვიდ და სამართლიან გარემოში.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღეც ჩაივლის ასე, თუ თითოეული საარჩევნო სუბიექტი, თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, ბუნებრივია, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები და ყველაფერი ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდ და სამართლიან გარემოში. ჩვენი პარტია ამისათვის ყველაფერს გააკეთებს“, — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.



ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები დაარეგისტრირა.

64 საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ 1 088 ადგილზე პრეტენდენტი 4 727 კანდიდატია. დანარჩენ ადგილებს ის კანდიდატები დაიკავებენ, რომლებიც პარტიული სიით გავლენ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული.

16
თემები:
არჩევნები -2017 (81)