ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილმა ხმა წარმატებულ თბილისს მისცა

24
(განახლებულია 18:38 21.10.2017)
ზაალ უდუმაშვილმა ხმა დიდუბის რაიონში მდებარე მე-12 უბანზე მისცა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. 

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

„მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და მე მივეცი ხმა ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა ხმა დიდუბეში მდებარე მე-12 უბანზე მისცა.

24
თემები:
არჩევნები -2017 (81)